თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება.როგორც თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერმა კახა კალაძე განაცხადა რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია.
ამასთან, კალაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ "რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი მართლაც ვერ იქნება".