დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული სერვისი იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია მოქალაქემ წინასწარ განახორციელოს მომსახურების დაჯავშნა. იმ შემთვევაში თუკი დაჯავშნის სერვისით მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან არ არის გამორიცხული ჯავშნის სისტემა პანდემიის დასრულების შედეგაც ფუნქციონირებადი დარჩეს.