დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას ორზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის 23 მარტის დადგენილება, რომლის შედეგად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შედის.
დადგენილების ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.