დღეიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის. ამით ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი - მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია იწყება. ვაუჩერებს ტაქსის ის მძღოლები მიიღებენ, რომელთაც შესაბამისი ლიცენზია აღებული აქვთ. როგორც ცნობილია, ტაქსები 1-ელი ოქტომბრიდან თეთრი ფერის უნდა იყოს, მისი უფასოდ გადაღებვის ვაუჩერის მიღების სანაცვლოდ კი მძღოლები ტაქსის მანქანებზე შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის რეკლამების განთავსების ვალდებულებას იღებენ.