დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.
ანა მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ასევე, დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს.ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით.