დღეიდან, 1-ლი ივნისიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 153 დოლარით, 525 დოლარამდე ზრდის. მზესუმზირის შროტზე კი - 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემოვიდა. „მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო. თუმცა მარტსა და აპრილში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 511 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 820,9 ათასი დოლარის ღირებულების. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყანამ აზერბაიჯანში იყიდა - 271 ტონამდე. რუსეთიდან იმპორტმა კი 239 ტონა შეადგინა.
აპრილში კი საქართველომ 1 368 ტონა ზეთი იყიდა, ჯამში 2,592 მლნ დოლარის ღირებულების, აქედან 795 ტონა რუსეთში, 562 ტონა კი აზერბაიჯანში შეიძინა.