თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება დღეიდან 2 ლარი და 50 თეთრი გახდება. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობისას არსებული შეღავათები უქმდება. საბაგირო გზით "ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა"მგზავრთა გადაყვანისას ველოსიპედის ერთი მიმართულებით გადატანის ტარიფი კი - 1 ლარი იქნება. რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება ამ დრომდე ერთი მიმართულებით 1 ლარი იყო.