რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, დღეიდან განაახლებენ. რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.
რესტორნებმა შიდა სივრცეებში სტუმრების მიღება ბათუმში პირველი მარტიდან განაახლეს, დღეიდან კი შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.