დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი – განათლება" ყოფილ მეორე არხზე მოსწავლეებისათვის "ტელესკოლა" იწყება.საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, "ტელესკოლის" ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა "ტელესკოლის" ცხრილიც. ტელეგაკვეთილები პირვეკლასელებისთვის ზუსტად დილის 9 საათზე დაიწყო.