დღეიდან ამოქმედდა ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის მიერ 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება, რომლის თანახმადაც, „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები იმპორტის გადასახდელების გადახდისას პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანება დღეიდან ძალაში შევიდა აქციზური საქონლის მიმართ; ხოლო სხვა საქონლის შემთხვევაში ცვლილება 2019 წლის 2 ივლისს ამოქმედდება.