ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სანიკიძე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის.
"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული , გულშემატკივრის თანადგომა , რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში .კალათბური იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარიდღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის ...მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !"