დღეიდან კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის მიზეზად თბილისის სატრანსპორტო კომპანია გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს. მათივე ცნობით, გეგმური შემოწმების შედეგად, მისი სრულად გამოცვლა დაიგეგმა. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით კი, აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება.