საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 2023 წლის 4 ივლისამდე ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახდა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდება.
ცნობისთვის, ჯამში, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 1 557 ტონა ხორბალი, სულ 393 ათასი დოლარის ღირებულების.