თბილისის მაცხოვრებლებს დღეიდან, განახლებული მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი“ მოემსახურება. გარემონტებული მეტროსადგური დედაქალაქის მერმა მოადგილესთან და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია სხვა მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დაასრულებს.მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მხარდაჭერით სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.