დღეიდან, ერთი წლის ვადით, საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი აიკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2021 წელს საქართველოდან 2 357 ტონა, ანუ 612 ათასი დოლარის ღირებულების ქერი გავიდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა: ერაყში, თურქეთსა და საუდის არაბეთში. რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ექსპორტს, შარშან ქართული ხორბალი 3 ქვეყანაში გაიყიდა: სომხეთში, თურქეთსა დ ა უკრაინაში. ჯამში 1 557 ტონა რაც 393 ათასი დოლარის ღირებულების არის. შეგახსენებთ, საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე ყოველწლიურად 500 ათასი ტონა პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, მაგრამ ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც მთავარმა საიმპორტო ქვეყანამ, რუსეთმა, საბაჟო გადასახადი დააწესა, ხორბლის იმპორტი მნიშნელოვანწილად ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, რამაც წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვია.