დღეიდან დამსაქმებელი ვალდებულია, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი - Palitra News

დღეიდან დამსაქმებელი ვალდებულია, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი

2019-09-01 13:10:38+04:00

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი ამასთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუციელებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.