სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა სხვა სოფელი დღეიდან გაიხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები სწორედ 21 აგვისტოდან უქმდება. კარანტინში მყოფ პირებს იზოლირებული სივრცის დატოვება კორონავირუსზე ტესტირების გავლის შემდეგ შეეძლებათ. მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.
დასახლებებში, სადაც შეზღუდვები კვლავ ძალაშია, ინტენსიური ტესტირება გრძელდება. თითქმის 2 კვირის განმავლობაში მესტიაში სულ 49 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.