დღეიდან ჩინეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეიდან ნახშირის, ზღვის პროდუქტების, რკინის, ტყვიისა და აღნიშნული მეტალების მადნის შეტანაზე ემბარგოს აწესებს. 5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან მიმართებაში სანქციები გაამკაცრა. კერძოდ, რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან რიგი პროდუქტების შეტანაზე ემბარგოს დაწესებას. ქვეყნებმა, რომლებმაც ამგვარი ხელშეკრულებები დადეს ჩრდილოეთ კორეასთან, აკრძალული პროდუქციის შეტანა რეზოლუციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაასრულონ.