აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ მოაწერა.
დღეიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათიც წესდება, რომელიც ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იმოქმედებს. რეჟიმი ვრცელდება ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.
კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.