დღეიდან ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება - Palitra News

დღეიდან ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება

2019-12-16 11:57:47+04:00

დღეიდან პრეზიდენტის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორისაა სხვადასხვა ძვირად ღირებულ ინტერიერის აქსესუარები. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად შესყიდულია ირანული მამლის ფიგურების წყვილი და სხვა ნივთები.