დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს დღეიდან უკვე აქვს ახალი კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა. ტესტსისტემებით საქართველოს გერმანია დაეხმარა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსისი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 6 ადამიანია მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2 პირი იმყოფება, რომლებიც ქალაქ უხანში არიან ნაყოფები. თითოეულ მათგანს კვლევა უკვე ჩაუტარდათ და პასუხები კორონა ვირუსზე უარყოფითია.