დღეიდან 10 დღის ვადით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება - Palitra News

დღეიდან 10 დღის ვადით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება

2020-04-17 10:43:10+04:00

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, დღეიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება. მთავრობის გადაწყვეტილება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებს შეეხება. მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლების მოწოდებას, რომ დარჩნენ სახლში და არ დაარღვიონ კანონი.

ამასთან, მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, არ დაიხურება ეკლესიები, თუმცა დაცული იქნება სოციალური დისტანცირება მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევა იწვევს კერძო პირის 300, ხოლოდ იურიდიული პირის 1500 ლარით დაჯარიმებას.