თავისუფლების კუნძულის დედაქალაქს და მის ისტორიულ ცენტრს სულ რაღაც 10 წელზე ნაკლები დარჩა 500 წლიან იუბილემდე. ესპანეთის კოლონიალური მმართველობის არქტექტურას აქ ულტრათანამედროვე ცათამჯენები ერწყმის. ქალაქი ძალიან კოლორიტულია, ჰავანის ცენტრი კოლონიარული პერიოდის ვიწრო ქუჩებია, თავად ქვეყნისა და მისი დედაქალაქის ისტორიის განსახიერება. ძველი ცენტრის ისტორიული ნაგებობების კატალოგი 900-ზე მეტ ობიექტს მოიცვას, დღისით აქ ჭრელი შოუები ტარდება, ღამით კი კაბარეების კარები იღება. ჰავანის ღირშესანიშაობები ურიცხვი და მრავალფეროვანია.აქ გასართობს ნებისმიერი ბიუჯეტისა და გემოვნების მქონე სტუმარი იპოვნის. ჰავანა საინტერესოა სიძველეების და ომის ისტორიების და უბრალოდ სილამაზისა და მხიარულების მოყვარულთათვის.