დეზინფორმაციის გამავრცელებელმა რუსულმა ბოტებმა შესაძლოა 241 მილიონ ევროპელამდე მიაღწია, რაც ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშშია, რომლის ფარგლებშიც 3,5 მილიონი სოციალური მედიის პოსტი გაანალიზეს.
დეზინფორმაცია დაახოებით 6 700 რუსული ბოტის და ადამიანის მიერ ვრცელდებოდა, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების შესახებ.
ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ფეისბუქმა 21 რუსული ფეისბუქ-გვერდის და ინსტაგრამ-გვერდის გათიშვის შესახებ განაცხადა დეზინფორმაციების გავრცელების გამო. მათ მათ შორის სამიზნეები ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. ასევე გათიშეს 97 რუსული ანგარიში, რომელიც დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ ავრცელებდა.