დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული "ბოტები", სავარაუდოდ, 241 მილიონ ევროპელს შეეხო, რაც ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიის 3 მილიონ 500 ათასი პოსტი გააანალიზეს. დეზინფორმაცია მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების შესახებ, დაახლოებით, 6 ათას 700 რუსული „ბოტისა“ და ადამიანის მიერ ვრცელდებოდა.ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დეზინფორმაციების გავრცელების გამო, „ფეისბუქმა“ რუსული „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ 21 გვერდის გათიშვის შესახებ განაცხადა. მათ შორის სამიზნეები ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. ასევე გათიშეს 97 რუსული ანგარიში, რომელიც დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ ავრცელებდა.