"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები. მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.„ადგილზე გასულია 8 სახანძრო მანქანა და 4 სამაშველო ჯგუფი“, - განაცხადეს უწყებაში.
იხილეთ: