დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილება განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.
ცვლილებების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი მიენიჭება. ამასთან, გაიზარდა „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი.
ცვლილებები დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით განხორციელდა. უპირველეს ყოვლისა კი, გათვალისწინებულ იქნა თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნები.