დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, აფხაზეთიდან დევნილ ხუტა შარანგიას ესტუმრა. ბესარიონ სიმონიშვილმა 95 წლის ხუტა შარანგიას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის თავთან დაკავშირებით ამანათი გადასცა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურ ამანათს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა დევნილი მიიღებს.