დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება. ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები სოზარ სუბარმა და ზურაბ პატარაძემ დაათვალიერეს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.