"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, დევნილთა სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტიას ხელში ჩაუვარდა დევნილთა სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბადებულები და ასევე ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.