ესპანეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახლებური ფორმატით გამართული დევისის თასის პირველი გამარჯვებული გახდა. ესპანელებმა ჯგუფში რუსეთს და ხორვატიას მოუგეს, მეოთხედფინალში კი არგენტინეს სძლიეს და ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც ასევე გამრაჯვება მოიპოვეს. საოცარი, ძალიან დაძაბული გამოდგა მატჩი კანადასთან, რომელიც ასევე პირენეელების გამარჯვებით 9-7 დასრულდა. ესპანელებმა აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მეექვსედ მოიგეს.