მილანის "ინტერი" მაიამის "ინტერსა" და MLS-ს სასამართლოში უჩივის. მილანელებს საკუთარი სავაჭრო ნიშნის დაცვა სურთ, ვინაიდან 2020 წლიდან MLS-ში დევიდ ბექჰემის კუთვნილი "ინტერ მაიამი" იასპარეზებს.სააპელაციო საბჭო იმსჯელებს სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, არის თუ არა "ინტერის" ბრენდი მხოლოდ მილანური კლუბის ექსკლუზიური საკუთრება.MLS-ში ამტკიცებენ, რომ სახელწოდება "ინტერი" წარმოადგენს სიტყვა international-ის შემოკლებულ ვარიანტს და ეს ტერმინი საფეხბურთო გუნდების სახელწოდებებში ხშირად გამოიყენება.