გერმანულმა Deutsche Bank- მა რამდენიმე რუსულ ბანკთან, რომელთაც საკორესპონდენტო ანგარიშები ევროში ჰქონდათ გახსნილი, ურთიერთობა დაასრულა.
2022 წლის მარტში, Deutsche Bank-მა გააგზავნა შეტყობინებები, რომ 8 აპრილს რუსულ ბანკებს ანგარიშები დაეხურებოდა. ფაქტობრივად, ანგარიშები მუშაობდა 7 აპრილის ჩათვლით და დაიხურა 20 აპრილს. გადაწყვეტილება ბევრ მსხვილ საკრედიტო ინსტიტუტს შეეხო.
წყაროს ცნობით, Deutsche Bank-მა არასანქცირებული ბანკების ანგარიშები ჯერ კიდევ მარტში დახურა.
შეგახსენებთ, რომ Deutsche Bank-ი რუსული ბაზრიდან 2022 წლის მარტში გავიდა და ყველა ახალი პროექტი გააუქმა.