Deutsche Bank მასიურად გაათავისუფლებს ტრეიდერებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება.სააგენტოს ცნობით, ბანკის მხრიდან განხორციელებული საკადრო პოლიტიკა ფასიანი ქაღალდების მართვის განყოფილებას შეეხო.
როგორც სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შემცირების მთავარი მიზეზი ზოგიერთი განყოფილების დაბალი ეფექტურობაა. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ბანკი საკრედიტო ბიზნესს ლათინურ ამერიკაში საერთოდ გააუქმებს.
ჯამში კი, Deutsche Bank-ი აწარმოებს რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც ყველა ფილიალში 18 ათასი სამუშაო ადგილის შემცირება მოხდება. ამ გზით ორგანიზაცია ცდილობს დაძლიოს ის კრიზისი, რომელიც შემცირებულმა შემოსავლებმა გამოიწვია.