დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ საარჩევნო თემატიკა, ადმინისტრაციის კუთხითაც არის განხილვის თემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში”, ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე თანახმაა, რადგან არჩევნების პროცესში არის გარკვეული ხარვეზები.