დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება - Palitra News

დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება

2019-10-06 18:48:10+04:00

საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს. როგორც კლინიკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ, პალიტრანიუსს განუცხადა, ილია ჯიშკარიანი კლინიკაში 5 ოქტომბერს გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა. ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.