საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.
როგორც გენადი მარგველაშვილმა პალიტრანიუსს განუცხადა, მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილიც.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ნინო წილოსანსაც დაუდასტურდა.