პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მსჯელობენ, რომელსაც დეპუტატების გარდა სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებიან.
ეკა ბესელიას პროტესტი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოხსენებამ გამოიწვია, იგი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობდა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ის შეხვედრას ესწრებოდა, რათა მოესმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და არა ანრი ოხანაშვილის მონოლოგისთვის.