მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და "ჯორჯიან მანგანეზის" დროებით მმართველს იბარებს. როგორც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დააყენებენ. მისისვე თქმით, ჭიათურაში ურთულესი ვითარებაა, ამიტომ პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს.