დეპუტატები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ - Palitra News

დეპუტატები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ

2021-03-10 13:12:19+04:00

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს წევრები მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზებულ ბრიგადებში სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და დეპუტატებს მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ბრიგადების შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. დეპუტატებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად განახლებულ სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.