"მაგ სიტყვების გამო, რა დაგემართება განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს" - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას მიმართა.
დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. დეპუტატების შეკამათება მსჯელობას მოჰყვა თემაზე, უნდა მისცემოდა თუ არა საკრებულოს წევრ ვატო შაქარაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის კთხვის დასმის უფლება.
ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა სწორედ მისი სირცხვილია.