ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია შესაძლოა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე წარსდგეს. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა ამ საკიტხზე კომიტეტის წევრებთან მსჯელობა მიმდინარეობს.
ქობულიას დაბარებას მიესალმება საპარლამენტო ოპოზიციაც. დავით ბაქრაძის განცხადებით როდესაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ასეთ საგანგაშო განცხადებებს აკეთებს, აუცილებელია შედგეს საკომიტეტო მოსმენა.
შეგახსენებთ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე რუსთავი ორისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.