ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმადეპუტატმა ენზელ მკოიანიმა მასსა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებდა, თუმცა იარაღმა უმტყუვნა და მხოლოდ ამ მიზეზით გადარჩა.
როგორც დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონფლიქტი მის ძმისშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო რომელიც ფიზიკური დაპირისპირების გარეშე განიმუხტა, თუმცა მათი კონფლიქტის დასრულების შემდეგ ადგილზე პეტროსიანი მივიდა, დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და ამ დროს მისი მოკვლა სცადა.
მკოიანი ამ ფაქტის მტკიცებულებად "ფეისბუქზე" ვიდეოსაც ავრცელებს.