ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode ახალ დოკუმენტურ ფილმს SPIRITS in the Forest გამოუშვებს. ნამუშევარში ბენდის 2017-18 წლის ტურნეს Global Spirit Tour უკანასკნელი კონცერტების ვიდეომასალა შევა, ასევე, კოლექტივის 6 თაყვანისმცემლის ემოციური ისტორიები იქნება მოთხრობილი. სურათს მსოფლიო კინოთეატრებში, მათ შორის საქართველოში, მხოლოდ ერთ დღეს, 21 ნოემბერს აჩვენებენ. https://youtu.be/-ldu3SqE4II