აშშ-ის ქალაქ დენვერში სკოლები დაიხურა, პოლიცია საშიშ გოგონას ეძებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სასწავლო დაწესებულებებს. სამართალდაცველთა ცნობით, 18 წლის სოლ პაისი შეპყრობილია 1999 წელს ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მასობივი თავდასხმით, რა დროსაც ორმა თინეიჯერმა 12 მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა. აღნიშნული ტრაგედია 20 პარილს მოხდა. პოლიციის ცნობით, 18 წლის გოგონას მიზნად აქვს მსგავსი თავდასხმის განხორციელება, რის გამოც საფრთხეს ექმნება სკოლებს. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია დენვერის სკოლებში. პოლიციამ გამოაქვეყნა გოგონას ფოტოც და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.