ფარმაცევტულმა კომპანია "დენკ ფარმამ" საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის იუბილე, ახალი ოფისის პრეზენტაციითა და საბაჟო საწყობის გახსნით აღნიშნა. "დენკ ფარმა" გერმანული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. "დენკ-ფარმა საქართველო" მომხმარებელს ზუსტად იმ მედიკამენტებს სთავაზობს შეღავათიან ფასად, რომელსაც გერმანიის მოსახლეობა მოიხმარს. ამჟამად, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, კომპანიას წარმოდგენილი აქვს 120 დასახელების პროდუქცია.