დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ განყოფილებაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც ახალგაზრდას დაემუქრა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. პროკურატურის განცხადების თანახმად, სტურუამ სწორედ აღნიშნული მუქარის შედეგად მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.