გარდაცვლილ დემურ სტურუას დედა მასზე მოძალადის გათავისუფლების წინააღმდეგია. ნანა ჯოჯუა აცხადებს, რომ დავით ნაცვლიშვილის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლას ადრეც ჰქონია ადგილი და ფაქტის განმეორების საფრთხე ახლაც არსებობს. სამართალდამცავებმა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას ფიზიკურად გაუსწორდა. ცემის ფაქტზე დაკავებული ნაცვლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაკავებულის ადვოკატი სასამართლო პროცესზე შუამდგომლობას მოითხოვს, რომ ნაცვლიშვილს გირაო შეეფარდოს.