დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტი მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, არკანზასის, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ლიდერობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, იუტას, კალიფორნიის, ვერმონტისა და კოლორადოს შტატებში ბერნი სანდერსი იმარჯვებს.
შეგახსენებთ, 3 მარტს პრაიმერიზი აშშ-ის 14 შტატში გაიმართა. საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა.