დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალიდან მდინარე ენგურის გადმოცურვისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კარანტინი გააუქმოს - Palitra News

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალიდან მდინარე ენგურის გადმოცურვისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კარანტინი გააუქმოს

2021-04-07 13:00:31+04:00

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალის რაიონიდან მდინარე ენგურის გადმოცურვის მცდელობისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას სახიფათო გზით ცდილობენ.